საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა არსებობს, რაც თანამშრომლობას გააძლიერებს.ოპოზიცია ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში პროგრესის მიღწევა რთული იქნება.ამ ფონზე თბილისში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი, რომელიც სხვადასხვა შეხვედრებს ატარებს - მისი ვიზიტი დამატებით ინტერესს იწვევს და პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლო მიმართულებებს აჩენს.