საქართველოსა და უნგრეთს შორის ბოლო პერიოდში გახშირებულმა ვიზიტებმა პოლიტიკურ წრეებში ახალი კითხვები გააჩინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ბუდაპეშტში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, რაც ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ თბილისი უნგრეთის გავლენას იყენებს, რათა აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირების დამატებითი არხები მოიძიოს. მმართველი პარტია კი ამ შეფასებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თანამშრომლობა მეგობრულ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.უნგრეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ღიად უჭერს მხარს, რაც ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებას დამატებით საფუძველს აძლევს.