მეცხრე დღე ილია II-ის გარდაცვალებიდან.სიონის საპატრიარქო ტაძარში სასულიერო პირები დღესაც კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. ტაძარში პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად მრევლი ყოველდღიურად მიდის სიონში, თუმცა დროებით მოქმედი წესების მიხედვით, საფლავთან უშუალო მიახლოება შეზღუდულია. აღსანიშნავია რომ დღევანდელი დღე ისტორიულია თარიღია საქართველოსა და ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. კერძოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი გავიდა.სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ ილია II-ის როლი ავტოკეფალიის განმტკიცებაში განსაკუთრებული იყო და მისი მოღვაწეობა ეკლესიისა და ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.