იქნება თუ არა ევროპარლამენტი შემდეგი, რომელიც სამ ქართულ მედიასაშუალებას დაასანქცირებს - დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი მედიასაშუალების დასანქცირების შემდეგ, ტელევიზიების მისამართით შეზღუდვების დაწესებაზე ევროპარლამენტშიც ალაპარაკდნენ. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სამი წევრი: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდჟეი ჰალიცკი მოითხოვენ საქართველოს შესახებ ანგარიშში შესწორებები შევიდეს. საუბარია, პოსტვ-ის, იმედისა და რუსთავი 2-ის სანქცირებაზე. ინიციატორთა არგუმენტით ზემოხსნებული მედიასაშუალებები ელჩებისა და დასავლური სტრუქტურების მისამართით დეზინფორმაციას ავრცელებენ. ევროდეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს ევროპარლამენტთან არანაირი ღირებულებითი კავშირი აღარ აქვს, რადგან თავად ევროპარლამენტი დიდი ხანია ევროპულ ღირებულებებს ასცდა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებსაც ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები არ უკვირთ.