რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა - Palitra News

რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა

2026-03-25 09:22:29+04:00

რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ლვოვის მერის თქმით, საჰაერო თავდასხმის დროს ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად ლვოვში დაზიანებულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია. უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვთან ახლოს, სოფელ სერნიკში კიდევ ერთ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს მშვიდობისკენ სვლა არ უნდა.