ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს მაღალი გამავლობის ავტომობილები და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებები გადაეცათ. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო სექტორში რეფორმას ახორცილებს, რომლის ფარგლებში, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითოეულ ტყის მცველზე გათვალისწინებული დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. რეფორმის ფარგლებში გაორმაგდა ტყის მცველთა სახელფასო ანაზღაურება.