პარტია „დროას“ ლიდერს , ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო გისოსებს მიღმა წელიწადნახევარი მოუწევს ყოფნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხოშტარია დამნაშავედ გუშინ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არსებული პრაქტიკით, ხოშტარია საპატიმროს დაახლოებით ერთ წელში დატოვებს. თავად ელენე ხოშტარია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. სასჯელი რევოლუციური პროცესებისთვის თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება? რას ამბობენ პოლიტიკოსები და საერთაშორისო აქტორები.