დანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი, ხმების 21,9% პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკ სენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო - Palitra News

დანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი, ხმების 21,9% პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკ სენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო

2026-03-25 12:42:32+04:00

დანიის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი, ხმების 21,9% პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკ სენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით ათზე მეტი მანდატი დაკარგა. მმართველმა კოალიციამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, საერთო ჯამში მოიპოვა პარლამენტის 179-დან 84 მანდატი, თუმცა ამ კოალიციის შენარჩუნება ეჭვქვეშ დგას. მას შემდეგ, რაც 24 მარტის არჩევნების შედეგად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლები ხმები მიიღო, პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ პოზიციების დაკარგვას ელოდებოდნენ.