სიონის საპატრიარქო ტაძარში სასულიერო პირები კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდებს იხდიან. ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად მრევლი ტაძარში ყოველდღიურად მიდის, თუმცა დროებით მოქმედი წესების მიხედვით, ამ დრომდე საფლავთან უშუალო მიახლოება შეზღუდულია. რამდენიმე საათში სიონის ტაძარში მისვლას ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. მოქალაქეები ავტოკეფალიის აღიარების საქმეში ილია მეორის ღვაწლს იხსენებენ.