ლევან იოსელიანმა გლდანის საპატიმროში პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა - Palitra News

ლევან იოსელიანმა გლდანის საპატიმროში პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა

2026-03-25 14:06:22+04:00

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,ლევან იოსელიანი დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა და რამდენიმე პატიმარი მოინახულა.

„სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.

სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.