ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს - Palitra News

ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს

2026-03-25 14:45:32+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში, პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე სინოდის წევრებიც.

ამასთან, სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.