რა მომავალი აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას - შეფასებები და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა მომავალი აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას - შეფასებები და მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-25 16:04:05+04:00

რა მომავალი აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას - „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების სურვილს გამოხატავს და იმედს იტოვებს, რომ ამერიკული მხარე შემხვედრ ნაბიჯებსაც გადადგამს. მმართველი გუნდისგან არაერთხელ ითქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა აქვთ, თუმცა ამავდროულად სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ჯერჯერობით ვერ ხედავენ იმ ტემპს, რომელსაც ქართული ოცნება ისურვებდა.ოპოზიცია კი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას ვერ ხედავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების 34-ე წელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტს დაემთხვა, რომელმაც საქართველოში შეხვედრები გამართა.