ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა - ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია - Palitra News

ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა - ის არის დამნაშავე და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარია

2026-03-25 16:04:19+04:00

სასჯელი რევოლუციური პროცესებისთვის თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება? - კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო ელენე ხოშტარიასთვის შეფარდებულ პატიმრობას პოლიტიკური მხარეები სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ პარტია "დროას" ლიდერს სასჯელი არა ბანერის დაზიანების, არამედ მისი მისი პოლიტიკური პოზიციისა და აქტიური პროტესტის გამო დაეკისრა. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით კი საუბარი ელენე ხოშტარიას პოლიტპატიმრობის შესახებ სპეკულაციაა და ის დამნაშავე და კრიმინალია.