ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენიდან გასული 106 წელთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს - Palitra News

ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენიდან გასული 106 წელთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს

2026-03-25 16:08:32+04:00

ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენიდან გასული 106 წელთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში ამ წუთებში მსახურება მიმდინარეობს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს იხდის. მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შორის ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი სინოდის წევრებთან ერთად ესწრებიან.