აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთში მოახლოებული არჩევნების ფონზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი აღნიშნავს, რომ ორბანი არის ძლიერი ლიდერი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია, ფენომენალურ შედეგებს მიაღწიოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ ვიქტორ ორბანს 2022 წლის არჩევნებშიც დაუჭირა მხარი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ მისთვის დიდი პატივია. დონალდ ტრამპმა უნგრელ ხალხს მოუწოდა, 2026 წლის 12 აპრილს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.