ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა - Palitra News

ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა

2026-03-25 16:12:51+04:00

ლატვიის ტერიტორიაზე რუსეთიდან გაშვებული დრონი ჩამოვარდა, - ამის შესახებ განცხადებას ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საჰაერო ძალებმა უცხოური დრონი დააფიქსირეს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა. თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ფაქტთან დაკავშირებით კრემლს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.