ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში აშშ-ის ყველა გადაადგილებას, განსაკუთრებით ჯარების განლაგებას - ნუ გამოსცდით ჩვენს სიმტკიცეს - Palitra News

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში აშშ-ის ყველა გადაადგილებას, განსაკუთრებით ჯარების განლაგებას - ნუ გამოსცდით ჩვენს სიმტკიცეს

2026-03-25 16:46:58+04:00

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, თეირანი „ყურადღებით აკვირდება რეგიონში აშშ-ის ყველა გადაადგილებას“.

„ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში აშშ-ის ყველა გადაადგილებას, განსაკუთრებით ჯარების განლაგებას. რაც გენერლებმა გააფუჭეს, ჯარისკაცები ვერ გამოასწორებენ; ამის ნაცვლად, ისინი ნეთანიაჰუს ილუზიების მსხვერპლი გახდებიან. ნუ გამოსცდით ჩვენს სიმტკიცეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბაგერ ღალიბაფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში 1000-2000 ჯარისკაცი გაგზავნოს. გავრცელებული ინფორმაციით, 4 500-მდე საზღვაო ქვეითი უკვე მიემართება რეგიონში.