აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყების სურვილს მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს, თუმცა პროცესის შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება - Palitra News

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყების სურვილს მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს, თუმცა პროცესის შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება

2026-03-25 20:20:29+04:00

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყების სურვილს მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს, თუმცა პროცესის შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდება. „ქართული ოცნება“ ელოდება ვაშინგტონის შემხვედრ ნაბიჯებს და მიიჩნევს, რომ ამერიკული მხარე სასურველ ტემპს ჯერ ვერ ავლენს. ხელისუფლებაში ასევე მიუთითებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან გარკვეული ღირებულებითი თანხვედრა აქვთ.ოპოზიცია ამ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ არსებული კურსი შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას არ უწყობს ხელს. ფონად რჩება ისიც, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავი პიტერ ანდრეოლის ვიზიტს დაემთხვა. ამერიკელმა წარმომადგენელმა თბილისში შეხვედრები უკვე გამართა. როგორია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და რა პროგნოზი კეთდება სამომავლოდ?