თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციურ ძალებს შეხვდება - Palitra News

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოპოზიციურ ძალებს შეხვდება

2026-03-26 09:19:11+04:00

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რამდენიმე საათში ოპოზიციურ ძალებს შეხვდება. პიტერ ანდრეოლი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე მუშაობს, პოლიტიკური მხარეებისგან მოისმენს, როგორ ხედავენ ქვეყანაში არსებული მდგომარების გაუმჯობესების გზებს. ოპოზიციური პარტიების თქმით, შეხვედრაზე ყურადღებას პარლამენტის მიერ მიღებულ რეგულაციებზე, დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკაზე გაამახვილებენ. დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრა იგეგმება საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.