ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება

2026-03-26 09:20:37+04:00

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება. 1 აპრილს სტრასბურგში, ევროსაბჭოს სხდომაზე, 46 ქვეყნის 612 დელეგატი იმ დოკუმენტს განიხილავს, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხება. დღის წესრიგის მიხედვით, ევრობსაჭო ასევე განიხილავს დოკუმენტს რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ოპოზიციურ ძალებში აქვთ განცდა რომ სტრასბურგში გამართული მსჯელობით ქართული ოცნების ანდიდემოკრატიული პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაიგმობა, ქართველი ხალხის მიმართ კი მორიგი ურყევი მხარდაჭერა დაფიქსირდება.