ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების დელეგაციას შეხვდნენ. საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში ეროვნული ბანკის მოწვევით იმყოფებიან. ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს.