ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას

2026-03-26 09:26:14+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს.ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აირჩია ზეწოლის სტრატეგია არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულოს, თუ უკრაინა დონბასიდან ჯარების გაყვანას დათანხმდება.