„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის სამხედრო შტაბბინას რაკეტებით შეუტიეს - Palitra News

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის სამხედრო შტაბბინას რაკეტებით შეუტიეს

2026-03-26 09:48:57+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰერო თავდაცვის სისტემამ „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ღამით გაშვებული რამდენიმე რაკეტა წარმატებით მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ჰეზბოლამაც“ და განმარტა, რომ მათი სამიზნე ისრაელის თავდაცვის ძალების კირიას შტაბბინა და ცენტრალურ ისრაელში მდებარე კიდევ ერთი ბაზა იყო.