ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს - Palitra News

ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

2026-03-26 11:19:56+04:00

ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, კირიშინეფტეორგსინტეზის ქარხანაზე განხორციელდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ოლქის თავზე 20 დრონი ჩამოაგდეს.

„წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა.