სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის - Palitra News

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის

2026-03-26 11:27:24+04:00

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავია, სასულიერო პირები, მგალობლების თანხლებით, პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.

როგორც ცნობილია, მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო.

ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.