შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავა - Palitra News

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავა

2026-03-26 12:49:04+04:00

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ორგანიზებულად მოქმედებდნენ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. დადების მეთოდით რეალიზაციას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა, ბათუმში ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს, -1544 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი““ , და ,,მარიხუანა“. ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.