განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და რეფორმის პროცესში მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გაზიარების აუცილებლობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.