უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბის“ მუშაობის შეჩერების შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების მინიმუმ 40 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა - Palitra News

უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბის“ მუშაობის შეჩერების შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების მინიმუმ 40 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა

2026-03-26 12:54:49+04:00

უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ „დრუჟბის“ მუშაობის შეჩერების შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების მინიმუმ 40 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა. ეს დღე-ღამეში დაახლოებით ორი მილიონი ბარელის ეკვივალენტია - ამ ცნობას სააგენტო Reuters-ი, საბაზრო მონაცემების გამოთვლის საფუძველზე ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ნავთობის მიწოდებაში უდიდესი შეფერხება. რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია, და შეფერხება მოსკოვს შეეხო მაშინ, როცა ირანში ომის გამო ნავთობის ფასმა ბარელზე 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიმდინარე თვეში გააძლიერა დრონებით მიტანილი იერიშები რუსეთის ნავთობისა და საწვავის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და დარტყმები განახორციელა დასავლეთში ექსპორტისთვის სამივე მნიშვნელოვან პორტზე.