საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება, ბოლო ორ კვირაში ფასი გაზრდილია მინუმ 5 და მაქსიმუმ 50 თეთრით ლიტრზრ - Palitra News

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება, ბოლო ორ კვირაში ფასი გაზრდილია მინუმ 5 და მაქსიმუმ 50 თეთრით ლიტრზრ

2026-03-26 13:57:12+04:00

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი გაზრდილია მინუმ 5 და მაქსიმუმ 50 თეთრით ლიტრზრ. მოგეხსენებათ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. არადა მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის პარალიზებული, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე. ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახა და ბოლო ორ კვირაში ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ლიტრზე მნიშვნელოვნად მოიმატა. მაღალი ოქტანობის ბენზინის ფასი უკვე 3 ლარსა და 80 თეთრს გადასცდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფასის ზრდა შეინიშნება დიზელის საწვავზე, რომლის ფასის ზრდა ლიტრზე მხოლოდ ამ პერიოდში 20 დან 40 თეთრამდეც კი მერყეობს. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და გაურკვევლობა გეოპოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ენერგომატარებლების ფასებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მაღალ ნიშნულზე, რაც ძვირი საწვავის პერიოდის გახანგრძლივებას ნიშნავს.