მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ბანკთაშორისი სესხების გარდა 71 მლრდ ლარს გადააჭარბა - Palitra News

მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ბანკთაშორისი სესხების გარდა 71 მლრდ ლარს გადააჭარბა

2026-03-26 13:59:11+04:00

მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 71 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 654 მლნ ლარით, ანუ თითქმის 1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე, ხოლო გაცემული სესხები წლიურმა ზრდამ 14.20% შეადგინა. სტატისტიკა აჩევენებს, რომ იზრდება როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ თითქმის 11 მილიარდი ლარის და უცხოურ ვალუტაში 20 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ 351 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 37 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა კი 57.78% შეადგინა.