469 გარდაცვლილი ერთ წელიწადში - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დღუპულთა სტატისტიკა ქვეყანაში წლიდან წლამდე მძიმდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია იყო აღრიცხული. ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის კვალდაკვალ გაიზარდა როგორც დაშავებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, 8 191 კი დაშავდა, 2024 წელს კი დაიღუპა 444 და დაშავდა 7 587 ადამიანი. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი იყო - მოხვევის მანევრით - მომხდარი ავარიები, ჯამში 1 596 შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევისას - 122 ადამიანი; მოხვევის მანევრისას - 117 ადამიანი; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისას - 114 ადამიანი და მანქანის სიმთვრალეში მართვისას - 62 ადამიანი.