ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, პატრიარქის წინააღმდეგ როგორი შეტევა მიმდინარეობდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას შეუძლია ძალიან მარტივად გააკეთოს შეფასება, რომელი პოლიტიკური დაჯგუფება რას ემსახურება.
„ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, პატრიარქის წინააღმდეგ როგორი შეტევა მიმდინარეობდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. ისიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით და როგორ იმართება აღნიშნული პროცესები, ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, პასუხი გაცემული აქვს, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა, ვინ ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასებები, რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ვის და რას ემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.