ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომელიც ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს ეფუძნება - რა მოლოდინებია მმართველ გუნდში - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომელიც ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს ეფუძნება - რა მოლოდინებია მმართველ გუნდში

2026-03-26 15:45:08+04:00

პირველ აპრილს ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომელიც ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს ეფუძნება. დოკუმენტში კონგრესი ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკური დიალოგის განახლებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დემოკრატიული ბალანსის აღდგენას. ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო რეფორმაზე, ოპოზიციის უფლებებზე, მედიის თავისუფლებასა და გენდერულ კვოტებზეც. ანგარიში შეიცავს მოწოდებას, გამოიძიონ ძალადობის ფაქტები და დაცული იყოს ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების უფლებები.