ლევან მახაშვილი - თუ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს - Palitra News

ლევან მახაშვილი - თუ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს

2026-03-26 15:53:36+04:00

ვიდრე ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა კი გაწყვეტილია, რუსული მხარე კვლავ საქართველოსთან ურთიერთიერთობების საკითხზე საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, „საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია და კონსტრუქციული ურთიერთობებით ქართული მხარეც დაინტერესებულია. ზახაროვას გზავნილებს გამოეხმაურნენ საქართველოში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პროგრესი შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიალოგს მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობისა და არაღიარებულ დე ფაქტო ტერიტორიებზე საქართველოს სრული იურისდიქციის გავრცელების საკითხებზე განიხილავს.