საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა. აშშ-ის საელჩოში შეხვედრა დაახლოებით საათ ნახევარს გაგარძელდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას, ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასა და შუა დერეფნის როლს. რა ჰქონდა სათქმელი საქართველოს ოპოზიციას ამერიკელი დიპლომატისთვის?