ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

2026-03-26 16:01:51+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელსა და ირანს შორის აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ და ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ საუბრობენ. ამ ფონზე კი, ვრცელდება ცნობები, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს. მედიის ინფორმაციით, თეირანს ვაშინგტონის წინადადებები პაკისტანის შუამავლობით გადასცეს, თუმცა ანონიმური წყარო ამ წინადადებების შინაარსს არ ასაჯაროებს, ასევე არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა იმავე 15-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელზეც მედია მანამდე წერდა. ირანულ მხარეს ოფიციალურად ჯერ-ჯერობით დიპლომატიური მოლაპარაკებების არსებობა არ დაუდასტურებია.