თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით, - ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს ირანში ორჯერ იმყოფებოდა და „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იდგა. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თანაგრძნობა გამოხატა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული ირანელი ტერორისტების მიმართ. და ახლახან, 2 მარტს, სამძიმარი გამოთქვა ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეის სიკვდილის გამო. ამერიკელმა კონგრესმენმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს იმსახურებს“.