რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშის რაიონში, სადაც არაერთი მსხვილი საწარმოა 26 მარტს გამთენიისას აფეთქებები იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აფეთქებები საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინული დრონების მოგერიებით ახსნა. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კირიშის სამრეწველო ზონაში დაზიანებებია. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. დროზდენკოს თანახმად, რეგიონში 20-ზე მეტი დრონი მოგერიებულია. ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე ობიექტებს ინტენსიურად უტევენ.