დონალდ ტრამპი - ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან უცნაურები არიან - გვემუდარებიან, რომ მათთან შეთანხმება დავდოთ, საჯაროდ კი აცხადებენ, რომ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან უცნაურები არიან - გვემუდარებიან, რომ მათთან შეთანხმება დავდოთ, საჯაროდ კი აცხადებენ, რომ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“

2026-03-26 16:26:08+04:00

ირანელი მომლაპარაკებლები ძალიან „უცნაურები“ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი „გვემუდარებიან“, რომ მათთან შეთანხმება დავდოთ, რასაც უნდა აკეთებდნენ კიდეც, რადგან სამხედრო თვალსაზრისით განადგურდნენ. მიუხედავად ამისა, საჯაროდ აცხადებენ, რომ „ჩვენს წინადადებას განიხილავენ“, ეს არასწორი საქციელია! სჯობს, საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, რადგან როგორც კი ეს მოხდება, უკან დასახევი გზა აღარ იარსებებს და ეს სასიამოვნო არ იქნება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ბოლო დღეებში თეირანს არაერთი შეტყობინება გაუგზავნა „მეგობრული ქვეყნების“ მეშვეობით, თუმცა ეს კომუნიკაციები მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.

„იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები იგზავნება და ჩვენ გაფრთხილებებით ვპასუხობთ ან ვაცხადებთ ჩვენს პოზიციებს, არ ჰქვია მოლაპარაკება ან დიალოგი; ეს არის შეტყობინებების გაცვლა“, - აღნიშნა არაღჩიმ.