საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს - Palitra News

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

2026-03-26 20:58:10+04:00

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაზე, ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათი შეფასებით, არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად საერთაშორისო ჩართულობა კრიტიკულად საჭიროდ რჩება.შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა, სადაც მხარეებმა ქვეყნის შიდა პროცესებსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს.