პირველ აპრილს ევროსაბჭოს კონგრესი განიხილავს საქართველოს შესახებ ანგარიშს, სადაც ძირითადი აქცენტი დემოკრატიულ გარემოზე კეთდება. დოკუმენტი ფაქტების დამდგენი მისიის შედეგებს ეყრდნობა და ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ, პოლარიზაციის შემცირებისა და ინსტიტუციური ბალანსის აღდგენისკენ მოუწოდებს. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, ოპოზიციის უფლებების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეთმობა. ასევე ხაზგასმულია გენდერული კვოტების საკითხი და ძალადობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საჭიროება.დოკუმენტი ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტორების უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.