დასავლეთთან ურთიერთობების გართულების ფონზე რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს. რუსეთის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის განვითარება კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს. აღნიშნულ განცხადებებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ქვეყნის შიგნით.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია სრულფასოვანი თანამშრომლობა და ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში განიხილება. მათივე პოზიციით, მთავარ პრიორიტეტად ოკუპირებულ რეგიონებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა რჩება.