აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან არაერთი შეხვედრა გამართა, გუშინ ანდრეოლი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. ხელისუფლების ოპონენტებმა მასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. არსებული ინფორმაციით მხარეებმა ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი დეტალურად განიხილეს. „ქართული ოცნება“ კვლავ მზაობას გამოხატავს აშშ-თან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.