„ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, უმჯობესია, გვქონდეს საკითხების განხილვის საშუალება, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა“ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას - რა შეიცვალა საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ? მარკ რუტეს განცხადებით, ნატო მოუწოდებს საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ კურსს და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით გაგრძელოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფებოდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებები და კრიტიკა, ნიშნავს, რომ დემოკრატიული უკუსვლა უფრო თვალსაჩინო გახდა და თუკი ხელისუფლება საჭირო რეფორმებს არ გაატარებს ქვეყანა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება.