მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი მზად არის თბილისთან პოლიტიკური დიალოგისთვის, თუ ამის სურვილს ქართული მხარეც გამოხატავს - Palitra News

მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი მზად არის თბილისთან პოლიტიკური დიალოგისთვის, თუ ამის სურვილს ქართული მხარეც გამოხატავს

2026-03-27 09:30:24+04:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის თბილისთან პოლიტიკური დიალოგისთვის, თუ ამის სურვილს ქართული მხარეც გამოხატავს. ოპოზიციის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით პოზიტიური შეფასებები და კრიტიკა დასავლეთისგან შემთხვევითი არ არის და ეს ნათლად მიუთითებს ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილებაზე. ქართულ ოცნებაში საპასუხოდ ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტებია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როგორც აღნიშნავენ, ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.