საქართველოს პროკურატურამ მცხეთის, ყაზბეგისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2024 მიწის სისტემური რეგისტრაციისას განმცხადებლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცრუ ინფორმაცია წარუდგინეს, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გამოყენების ფაქტებზე სისსხლისამართლებრივი დევნა 8 პირის, მათ შორის 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და რეალიზაციას. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.