პარასკევს, 27 მარტს, „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი მიზნითა და სლოგანით ბრუნდება - #ერთადპატარებისთვის.
გვსურს, კვლავ გავერთიანდეთ კეთილი საქმისთვის და ჩვენს მკითხველთან ერთად დავეხმაროთ „სიცილით თერაპიის“ ფონდს.
ფონდი ეხმარება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.
სიცილით თერაპია პაციენტს მკურნალობის რთულ და ხანგრძლივ ეტაპზე ეხმარება ღიმილითა და სიცილით სტრესისა და შიშის დაძლევაში, ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებით პოზიტური განწყობის შენარჩუნებაში. სამედიცინო ჯამბაზები მთელი საქართველოს მასშტაბით სტუმრობენ ონკოლოგიურ ცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რათა გაახალისონ პატარა პაციენტები, მათი მშობლები და ხანდაზმულებული, რასაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე.
ამ აქციის ფარგლებში სასურველ ფასად შეძლებ შეიძინო შემდეგი წიგნები:
• „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ - ტეილორ ჯენკინს რეიდი
• დისნეის „მეგობარი ცხოველები“
• „გიკი გოგო - ყველაზე ფოტოგენური“ - ჰოლი სმეილი
შეთავაზების პირობები:
• შეიძინე წიგნი იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნია.
• 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას.
• 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაერიცხება „სიცილით თერაპიის“ ფონდს.
• ერთ მომხმარებელზე გაიცემა სამი წიგნი.
შეთავაზებით ისარგებლებ „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.