„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან რიოდერმა და კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას უმასპინძლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის ნავსადგური ავრცელებს.
„დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში პიტერ ანდრეოლი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი. შეხვედრაზე განხილული იყო ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდინარე ოპერაციები, სტრატეგიული სატვირთო მარშრუტები და კომპანიის გაფართოების გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაზრდას და მისი, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს, მის მზარდ მნიშვნელობას აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის, აგრეთვე საქართველოს მზარდ როლს სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხო, ეფექტიან და მდგრად ვაჭრობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.