მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-03-27 12:45:33+04:00

მცხეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ - 1974 წელს დაბადებულ სს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.