სამართალდამცველებმა ქვეყანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 5 პირი - Palitra News

სამართალდამცველებმა ქვეყანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 5 პირი

2026-03-27 12:46:18+04:00

სამართალდამცველებმა ქვეყანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 5 პირი, მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.